"ქებული კლიმატი"-სა და Grundfos-ის ერთობლივი პრეზენტაცია

"ქებული კლიმატი"-სა და Grundfos-ის ერთობლივი პრეზენტაცია
23 მაისი 2018

«ქებული კლიმატის» ორგანიზებით თბილისში გაიმართა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი კომპანიის, Grundfos-ის პრეზენტაცია – სემინარი. Grundfos წყალმომარაგების და სატუმბი სისტემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც მუდმივი განვითარებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით ბოლო ათწლეულებია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას განხილული იქნა თანამედროვე ტენდენციები წყალმომარაგების სისტემებში და Grundfos-ის  ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც ამკვიდრებენ გარკვეულ სტანდარტებს აღნიშნულ სფეროში.


პრეზენტაციას, რომელიც გაიმართა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2018 წლის 21 მაისს, ესწრებოდნენ ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა GWP, UWSCG, Domson’s Engineering და სხვ.


ასეთ შეხვედრებს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და კომპანიები «ქებული კლიმატი» და Grundfos მომავალშიც გეგმავენ მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას.


გალერეა